ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. კოლხებისა და იბერიელების მუსიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ბერძენი ისტორიკოსები: ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის.
ბუნებრივია, რომ მდიდარი ტრადიციების მუსიკამ წარმოშვა საეკლესიო მუსიკა, მას შემდეგ რაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა (IVს).
ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით განვითარდა სასულიერო აკადემიებში და სკოლებში (იყალთო, გელათი) და საქართველოს კულტურულ ცენტრებში ( იერუსალიმში, ათონის და სინას მთაზე) VIII-X საუკუნეების ჰიმნების კოლექცია, ( რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნი IX-X), სხვადასხვა სახის ტექსტები და ორიგინალური მუსიკა. ქართველი და უცხოელი მკვლევარები მუშაობენ მათ გაშიფვრაზე.
ყველაფერი ეს ასახავს ქართველ ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებული სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ერთ-ერთი ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.
ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმდინარეობა. წლების განმავლობაში ოპერებს ქმინდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი. XX საუკუნის 20-იან წლებიდან დაიწყო სიმფონიური მუსიკის განვითარება.
თანდათან გალობამ ეკლესიებშიც გადაინაცვლა. უცხო ქვეყნებმა მოახდინეს საეკლესიო გალობაზე. ერთი ხრივ ეს იყო პალესტინა და სირია, მეორე მხრივ -ბიზანტია, მაგრამ ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ნიმუშები იქმნებოდა Vსაუკუნიდან. საეკლესიო გალობა დაახლოებით დაიწყო VII საუკუნიდან და ამ დროს უკვე იგრძნობოდა უცხო ქვეყნების ზეგავლენა.
მრავალხიანნი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამას გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებში გაგრძელდა.


No comments:
Post a Comment