თეატრი და კინო


     ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები
    ომის შემდგომ პერიოდში ქართულ თეატრს და კინოს ჰქონდა კარგი რეპუტაცია მთელ საბჭოთა კავშირში, ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა  საერთაშორისო აღიარება. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თეატრი დაარსდა საქართველოში, გორში, სოფელ უფლისციხეში. უფლისციხე არის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნის ბოლოს უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე.
   რუსთაველის ეროვნული თეატრი, ტატიშევს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის დიზაინით არის აშენებული. ისაი პიტოევმა დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და თეატრი ამავდროულად გადააკეთა სავაჭრო სახლად. თეატრის შენობის აღდგენა დაიწყო 1998 წლის 18 თებერვალს.
ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზეწარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის.  

No comments:

Post a Comment